კომაროვის სკოლის მოსწავლეების 10 მედალი და 3 საპატიო სიგელი მოიპოვეს საქართველოს საგნობრივ ნაკრებებში 2018 წლის საერთაშორისო ოლიმპიადებზე!

საქართველოს ნაკრებების წევრებმა მსოფლიოს უპირველეს საერთაშორისო ტურნირებზე, საერთაშორისო   ოლიმპიადებზე  მათემატიკაში,  ინფორმატიკაში, ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში თოთხმეტი -    2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 10 ბრინჯაოს მედალი და 4  საპატიო სიგელი მოიპოვეს.

მათ შორის კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა  ათი-  2 ოქროს, 1 ვერცხლისა და  7 ბრინჯაოს მედალი და 3  საპატიო სიგელი მოიპოვეს.

ფიზიკის, მათემატიკის, ბიოლოგიისა და ქიმიის საერთაშორისო  ოლიმპიადებისათვის ნაკრები გუნდის წევრები 2018 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის შედეგებისა და შესარჩევი ტურების შედეგად შეირჩნენ, ხოლო ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე მონაწილე საქართველოს ნაკრები გუნდი განათლების,მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ორგანიზებული კონკურსის შედეგად დაკომპლექტდა.

მათემატიკის ნაკრები 6 წევრისგან, ფიზიკის ნაკრები 5 წევრისგან, ხოლო  ინფორმატიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ნაკრები  4 წევრისგან შედგება.

მათემატიკის ნაკრებში ექვსივე წევრი, ინფორმატიკის ნაკრებში ოთხივე წევრი, ფიზიკის ნაკრებში-4 წევრი, ქიმიის ნაკრებში 2 წევრი, ბიოლოგიის ნაკრებში 1 წევრი კომაროვის სკოლის მოსწავლე იყო.

მათემატიკის  59-ე საერთშორისო ოლიმპიადაზე ( რუმინეთი, კლუჟ-ნაპოკა) საქართველოს ნაკრებში წარმატება მოიპოვეს:

საბა ლეფსვერიძე (კომაროვის სკოლა)-ვერცხლის მედალი;

ნიკოლოზ ბირკაძე (კომაროვის სკოლა)-ბრინჯაოს მედალი;

ალექსანდრე ხოხიაშვილი (კომაროვის სკოლა)-ბრინჯაოს მედალი;

თეიმურაზ თოლორაია (კომაროვის სკოლა)-ბრინჯაოს მედალი;

დიმიტრი კორკოტაშვილი (კომაროვის სკოლა)-ბრინჯაოს მედალი;

ლუკა მუშკუდიანი  (კომაროვის სკოლა)-ბრინჯაოს მედალი;

ნაკრების ლიდერი- გიორგი ჭელიძე; ნაკრების თანალიდერები - გივი ნადიბაიძე და ალექსანდრე საათაშვილი;

ინფორმატიკის  30-ე საერთშორისო ოლიმპიადაზე (ცუკუბა, იაპონია) საქართველოს ნაკრებში წარმატება მოიპოვეს:

ნიკოლოზ ბირკაძე ( კომაროვის სკოლა)- ოქროს მედალი;

გიორგი კლდიაშვილი (კომაროვის სკოლა)-ოქროს მედალი.

ნაკრების ლიდერი- გიორგი მანდარია; ნაკრების თანალიდერები-  ზაზა გამეზარდაშვილი და  ვახტანგ შეკიშვილი.

ფიზიკის 49-ე საერთშორისო ოლიმპიადაზე (ლისაბონი, პორტუგალია) საქართველოს ნაკრებში წარმატება მოიპოვეს:

ზურაბ ჯაში (ვეკუას სკოლა)- ვერცხლის მედალი;

დავით მდინარაძე (კომაროვის სკოლა)-საპატიო სიგელი;

ალექსანდრე მერაბიშვილი ( კომაროვის სკოლა)- საპატიო სიგელი.

ნაკრების ლიდერი- გიორგი დალაქიშვილი; ნაკრების თანალიდერები-  გრიგოლ ფერაძე და დავით ნიშნიანიძე.

ქიმიის 50-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე (პრაღა-ბრატისლავა, ჩეხეთი-სლოვაკეთი) საქართველოს ნაკრებში წარმატება მოიპოვეს:

გიორგი პეტრიაშვილი (კომაროვის სკოლა)-ბრინჯაოს მედალი;

საბა გოგიჩაიშვილი ( კომაროვის სკოლა)-ბრინჯაოს მედალი;

დავით რიჟინაშვილი ( ვეკუას სკოლა)- ბრინჯაოს მედალი;

ლევან გოჯიაშვილი („აია-ჯესი“)-საპატიო სიგელი;

ნაკრების ლიდერი- ელიზბარ ელიზბარაშვილი;  ნაკრების თანალიდერები-  ვახტანგ კურცხალია და  თინათინ ბუთხუზი.

ბიოლოგიის 29-ე საერთშორისო ოლიმპიადაზე (ირანი, თეირანი) საქართველოს ნაკრებში წარმატება მოიპოვეს:

ანა თოიძე (მეექვსე საავტორო სკოლა)-ბრინჯაოს მედალი;

ბაჩუკი დალაქიშვილი ( „თამარიონი“) -ბრინჯაოს მედალი;

საბა ბირკაძე (კომაროვის სკოლა)- საპატიო სიგელი;

ნაკრების ლიდერები- ეკატერინე ბაკურაძე, ირინა მოდებაძე და ნანა ბარნაველი.

კომაროვის სკოლა ულოცავს მოსწავლეებს, მათ მშობლებს, ნაკრების ხელმღვანელებს, სკოლისა და  წრის პედაგოგებს  და მომავალშიც დიდ წარმატებას უსურვებს!


ზემოთ